USAID აფართოებს სუფთა ენერგიის მოხმარებას გურიაში – 215 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტრო სადგურის საპილოტე პროექტი სასტუმრო კოლხიდაში
დღეს, საქართველოს რეგიონებში ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებების წასახალისებლად და კერძო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად, USAID/საქართველომ ურეკში მდებარე კოლხიდას სანატორიუმში 215 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური გახსნა
აღნიშნულ პროექტში, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ საქართველოში, ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერა გაუწია შპს კოლხიდას სანატორიუმს, და 215 კვტ. ფოტოელექტრული მზის პანელებით აღჭურვა მის მფლობელობაში არსებული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი ურეკში.
USAID-ის მატერიალური წვლილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს, ხოლო დარჩენილი 50% კოლხიდას თანამონაწილეობას წარმოადგენს.