ქალზე ძალადობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს – რა მოხდა „ფაბრიკაში“?

თბილისში, “ფაბრიკაში” 12 ნოემბერს ქალზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.

ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ანა ჯაფარიძემ გაავრცელა.

“ფაბრიკაში ერთი ჩვეულებრივი პარასკევი საღამო, 23:00 საათი, 3 გოგონა (20-დან 23 წლამდე) მოსულია ერთმანეთთან საურთიერთოდ და ისტორიების მოსაყოლად. ამ დროს მოდის საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში სლავური გარეგნობის ბიჭი ერთ-ერთ გოგონასთან, უნდა რომ წაეცეკვოს, გოგონა უარს ეუბნება, ამ დროს ბიჭი ხელებს კიდებს გოგონას და და მისკენ იზიდავს. გოგონა უძალიანდება ბიჭი იწევს თმებისკენ და ისე ებღაუჭება რომ 4 ადამიანი ცდილობს გოგონა გამოგლიჯოს ბიჭს, ამ გაწევ-გამოწევაში ბიჭი ძირს ეცემა, მაგრამ გოგონას თმაში ხელს არ უშვებს, ორივე ძირს ვარდებიან და მიუხედავად ხალხის ძალისხმევისა, ბიჭი გოგონას ძირს თმებით ათრევს… როგორც იქნა მოვიდა დაცვა და ბიჭი გაათრიეს”, – წერდა ანა ჯაფარიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share