მთავარ წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო-კურორტ ურეკს წყალი ცისტერნებით 10 დღის განმავლობაში მიეწოდებოდა
როგორც ურეკიდან “გურიის მოამბეს” აცნობეს, გრიგოლეთი ქობულეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის დაუდევრობის გამო, დაზიანდა წყლის ცენტრალური მაგისტრალი, რის გამოც კურორტ ურეკს წყალი 10 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა
წყლის მიწოდება რის ვაი ვაგლახით, ინცინდენტიდან 10 დღის შემდეგ, ძლივს მოხერხდა
ავტომაგისტრალის მშენებარე ჩინურმა კომპანიამ, წყლის მაგისტრალი მიმდინარე წლის 4 დეკემბერს დააზიანა.
გაერთიანებული წყალმომარაგენის კომპანიის ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობას წყალი ცისტერნებით მიეწოდებოდა
კომპანიაში აცხადებენ, რომ წყლის მიწოდება, გუშინ, ღამით აღდგა.