კიევი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებს უკვე მომდევნო კვირიდან დაიწყებს. მოლაპარაკებების მიზანი უკრაინის მიერ შემხვედრი ნაბიჯების შეთანხმება და გადადგმა იქნება უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება კიევთან დაიწყოს მოლაპარაკებები – უკრაინის ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით
მოქმედი შეთანხმების ფარგლებში ევროკომისიამ უკრაინას მილიარდნახევარი ევრო გამოუყო
მსოფლიო ბანკმა უკრაინას პენსიების, პედაგოგთა ხელფასებისა და სხვა საბიუჯეტო დავალიანებების გასასტუმრებლად მილიარდ სამასი მილიონი აშშ დოლარი გამოუყო
ლიტვამ უკრაინაში მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი გადააგზავნა-მათ შორის ომში დაზიანებული და ლიტვაში გარემონტებული ლეოპარდ 2 ის პარტიაც შედის
გერმანიის ბუნდესტაგმა მოიწონა უკრაინასთან ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანაში 350 ათასი საარტილერიო ჭურვის დამზადება და უკრაინისათვის გადაცემა
ისლანდიის ხელისუფლებამ დაიწყო და უახლოეს დღეებში დაასრულებს მუშაობას უკრაინისათვის ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანბი ფინანსური დახმარებაზე
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა გააქტიურეს მოლაპარაკებები 300 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების უკრაინისათვის გადაცემის შესახებ
პოლონელი გადამზიდავების ბლოკადა უკრაინის ბოლო სასაზრო პუნქტზეც შეწყდა
ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა და სანქცირებულთა რიგებს რამდენიმე ბანკი მათ შორის ნოვიკომბანკი დაემატა
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საგადასახადო მარჟა ინფლაციის თავიდან ასარიდებლად 16% მდე ასწია
ტრამპის ყოფილი ადვოკატი ჯულიანი სასამართლოს დადგენილებით 148 მილიონ დოლარს გადაუხდის ჯორჯიის საარჩევნო კომისიის იმ წარმომადგენლებს რომლებსაც ამ უკანასკნელმა თავისი განცხადებებით იმიჯი დაუზიანა
შეგახსენებთ რომ ჯულიანიმ ეს ადამიანები დაადანაშაულა, რომ ამ უკანასკნელებმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააყალბეს
კონგრესში ფართომასშტაბიანი ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში, რომელიც თავის თავში უკრაინა ისრაელი ტაივანი დახმარებასა და საზღვრის განმტკიცებას მოიცავს-პროგრესი შეინიშნება
გუშინ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო
დემოკრატების ლიდერმა სენატში, შუმერმა, თქვა რომ მოლაპარაკებებისათვის დემოკრატთა წინადადებები კვირა საღამოსთვის მზად იქნება და რესპუბლიკელებს ორშაბათსვე შეეძლებათ გაეცნონ მას
მიუხედავად რესპუბლიკელების სკეპტიკური მიდგომისა შუმერის განცხადებებისადმი, ეს უკანასკნელი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობების მიმართ იმედიანადაა განწყობილი
ამერიკა მორიგი სკანდალის წინაშეა
საქაღალდე რომელშიც რუსი აგენტების მონაცემები და რუსეთის ამერიკის საპრეზიდენტო ასრჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებული საგამოძიებო მასალები ინახებოდა გაქრა
საქაღალდეში იყო დაზვერვო მონაცემები მოპოვებული რუსეთზე და ამ ქვეყნის აგენტურაზე ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიერ
ინფორმაცია იმდენად საიდუმლო იყო რომ მასზე წვვდომა მხოლოდ ლანგლის „ცეერუს“ შტაბს ჰქონდა
ეს საქაღალდე პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე ხნით ადრე ტრამპის ბრძანებით მას სახლში მიუტანეს, ექს პრეზიდენტს სურდა რამდენიმე დოკუმენტისათვის შტრიხი განსაკუთრებით საიდუმლო მოეხსნა
ტრამპთან ერთად ამ დოკუმენტის გაქრობის უკან თეთრი სახლის მაშინდელი აპარატის უფროსის მედოუზის გვარმაც გაიჟღერა
ექსპერტები საუბრობენ რომ მომხდარმა ტრამპი შესაძლოა საბოლოოდ ჩაძიროს
ჩვენ ვიცით რომ ამერიკაში ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მას 91 ბრალი აქვს წაყენებული, აქედან 4 ბრალი ეხება საიდუმლო მასალების გაქრობა, რომელსაც დიდი ალბათობით ბოლო ამბავიც დაემატება
გერმანულმა „ბილდმა“ მისი პროგნოზი გამოაქვეყნა და იწინასწარმეტყველა რომ რუსეთი 2026 წლისთვის ხარკოვს აიღებს და დნეპრს გადმოლახავს
თუმცა ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის დაზვერვაზე დაყრდნობით – ექსპერტების ცნობით ესტონური დაზვერვა ერთ ერთი ყველაზე ძლიერია ევროპაში-გაავრცელა ცნობა რომ თუ უკრაინა 2024 წელს, მთელი წლის განმავლობაში გადავა აქტიურ თავდაცვაზე, გააგრძეელებს სამხედრო მრეწველობის განვითარებას და პარალელურად გაგრძე;დება დასავლური დახმარებები, და თუ უკრაინელები აქტიური თავდაცვის პირობებში ყოველთვიურად მოახდენენ 50 ათასი ოკუპანტის ლიკვიდაციას, 2026 წლისათვის რყსეთი გამოიფიტება და უკრაინა გაიმარჯვებს
თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ გადამწყვეტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება რომელიც მომავალი წლის ნოემბერში გაიმართება
დანარჩენი მსოფლიო
ისრაელმა აღიარა რომ ქვეყნის სამხედროების შეცდომას სამი მძევლის დაღუპვა მოყვა
პრინცმა ჰარიმ დეილი მირორს სასამართლო პროცესი ნაწილობრივ მოუგო
სასამართლომ დაადგინა რომ დეილი მირორმა მირორ ჯგუფის სხვა მედიების წარმომადგენლებთან ერთად. შეაღწია პრინცის ტელეფონში და მოიპოვა ინფპორმაციები რომელიც სტატიებში გამოიყენეს
მირორ ჯგუფმა ოფიციალურად მოუბოდიშა პრინცს, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დეილი მირორი დაზარალებულს 140 ათას ფუნტ სტერლინგს გადაუხდის
გაეროს მონაცემებით ავღანეთში ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი თალიბანი ოჯახური ძალადობის შემთხვევებისას, როცა ძირითადად ქმრები ცოლებზე ძალადობენ, ხელისუფლება არა მოძალადეს, არამედ მსხვერპლს აპატიმრებს. გაეროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ თალიბანის ხელისუფლების განმარტებით. ამას მსხვერპლის დაცვის მიზნით აკეთებენ, სხვა შემთხვევაში დიდია ალბათობა რომ ინცინდენტები ფატალურად დასრულდეს
გრძელდება შეტაკებები ჩრდილოეთ ირანში, სადაც ორი დღის წინ სუნიტმა ჯიჰადისტებმა 11 ირანელი პოლიციელი მოიკლეს
ირანის ამ ნაწილში რომელიც ავღანეთსა და პაკისტანს ესაზღვრება სუნიტები ცხოვრობენ, ისინი მიიჩნევენ, რომ ირანის შიიტური ხელისუფლება მათ უფლებებს სისტემატიურად არღვევს
ვენესუელამ და გაიანამ გადაწყვიტეს რომ ერთმანეთში არ იომებენ
ამ ქვეყნებს შორის დაპირისპირება გასულ კვირას გამწვავდა როცა ვენესუელას ხელისუფლებამ გაიანას მფლობელობაში მდიდარი ნავთობ რესურსებით ცნობილი ესეკიბო ქვეყნის საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა
ბელარუსში გრძელდება მასიური დაპატიმრებები ამჯერად ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ლუკაშენკომ, 30 მდე ადამიანი ტერორიზმის ბრალდებით დააკავა
გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წევრების დაპატიმრებები განხორციელდა
სამივე ქვეყანაში საუბარია 7 დაკავებულ ტერორისტზე