5 შვილთაშვილის დიდი ბებიაა; 85 წლისაა. დღემდე ჰგონია რომ უთვალთვალებენ – ეს ტრავმა ბავშვობიდან მოჰყვება. როდესაც მისი ოჯახი 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მანანა ბელეიშვილის მამა “ხალხის მტრად” გამოაცხადეს და გადაასახლეს.
სტალინის რეპრესიული რეჟიმი ასე მოქმედებდა -ადამიანებს “ხალხის მტრებად”, ან “მავნე ელემენტებად” აცხადებდნენ, შემდეგ კი ან ხვრეტდნენ, ან დიდი ხნით აციმბირებდნენ.
სტალინს ყველგან მტერი ელანდებოდა. 1937-38 წლები საქართველოსთვის უმძიმესი იყო. ორნახევარ მილიონიან ქვეყანაში, 29 051 მოქალაქე რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
მათ მტრებსა და აგენტებს ეძახდნენ. იმ დროინდელი არქივების ე.წ “დანოსები” სავსეა დასმენის არაერთი ისტორიით.
“ოცნების” რუსული კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, ბევრმა გაავლო პარალელი 85 წლის წინანდელ რეპრესიებთან. რადგან კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ოცნება მისთვის არასასურველი ადამიანების დევნას დაიწყებს და დასმენების პრაქტიკასაც გააცოცხლებს.
მთავარი არხი