ოზურგეთელი იური ლომაძე საქართველოს ჩემპიონია.
ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო საქართველოს ჩემპიონატიდან!
სამი მედალი – ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ჩვენია!
იური ლომაძე ოქროს, გიორგი თოხაძე ვერცხლის, ხოლო ავთანდილ მამალაძე ბრინჯაოს მფლობელი გახდა!
ქ. ბათუმში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, უფროს ასაკში წლის შემაჯამებელი სპორტული ღონისძიება, საქართველოს პირველობა იმართება
პირველობაში მონაწილეობას ფალავნები მთელი საქართველოდან იღებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბეეძნულ – რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები შეჯიბრზე წარმატებით ასპარეზობენ.
გუშინ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა გირგი თოხაძემ ვერცხლის მედალი აიღო.
მწვრთნელები – ძმები ზურაბიენები
გუშინვე ბრინჯაოსა და მესამე საპრუზო ადგილს ავთანდილ მამალაძე დაეუფლა.
მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე
დღეს ფინალში ჭიდაობის მარადონად წოდებულმა იური ლომაძემ პირველობა არავის დაუთმო . იურიმ ოქროს მედალი და საქართველოს ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა!
მწვრთნელები – ძმები ზურაბიანები
p.s. ფოტოებზე იური ლომაძე, გიორგი თოხაძე, ავთანდილ მამალაძე.