”უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გასულ წელს მოგვენიჭა. ეს წელი სრულდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებით. მომავალი წელი იქნება ინტენსიური მუშაობის წელი სრული წევრობისთვის.”
წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.