“პიჯაკების აქეთ-იქით ტარებას 9 მილიონი აანაზღაურეთ”- პროკურორი ადვოკატებს

“პიჯაკების აქეთ-იქით ტარებას 9 მილიონი აანაზღაურეთ”– ამ სიტყვებით მიმართა ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორმა დაცვის მხარეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პროკურორების პოლიტიკური განცხადებების გამო, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მათ აცილებასა და საქმიდან ჩამოშორებას ითხოვენ.

​სწორედ კამათისა და დაპირისპირების დროს მიმართა ამ სიტყვებით პროკურორმა უფლებადამცველებს, რომლებმაც სასამართლო დარბაზში დღეს სიმბოლურად, პიჯაკები მიიტანეს.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო – პირდაპირი ეთერი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share