ივანიშვილის პრეზიდენტმა ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად 4 წლის ვადით, ადვოკატი მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა. ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, “პრეზიდენტმა უკანონო სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება”.
საუბარია სალომე ზურაბიშვილის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც, მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა.
ადვოკატი მანუჩარ კაკოჩაშვილი ის პირია, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ეს განკარგულება გაასაჩივრა. ის თვლიდა, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი თავად უნდა გამხდარიყო და არა წიქარიშვილი. საქალაქო სასამართლომ ეს სარჩელი ერთ დღეში განიხილა და იმავე დღეს დაუკმაყოფილა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციომაც.