„ვალდებული ვარ გამოვხატო ჩემი წუხილი იმ უხერხულობასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა მატჩის დროს თბილისში“ – მეუფე ზენონი

მეუფე ზენონ იარაჟული:

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წინამძღვარს საქართველოშიეპისკოპოს კირაკოს დავთიანსძვირფასო სულიერო ძმაო და მეგობარო სრბაზან კირაკოს,მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით.მოგეხსენებათ, ჩვენი ერები და ეკლესიები მრავალი საუკუნის განმავლობაში ერთად იდგნენ როგორც სიხარულის, ისე განსაცდელის ჟამს. ჩვენი საზიარო ქრისტიანული მემკვიდრეობა და კულტურული კავშირები წარმოადგენს უძვირფასეს საგანძურს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და აძლიერებს.ჩვენი ეპარქიის წარმომადგენლების ბოლო ვიზიტი სომხეთში, ლორე- ტაშირის პროვინციის ახტალის მონასტერში გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ეკლესიის წევრებს ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და სიყვარულს ჩვენს ხალხებს შორის. განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმ თბილი მიღებისთვის, რომელიც ჩვენს დელეგაციას გაუწიეს ამ ისტორიულ სავანეში. ამისთვის ვმადლობთ ახტალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის მონასტრის წინამძღვარს ღირსი მამა ჰეთუმ თარვერდიანს.ყოველთვის მადლიერებით ვიხსენებ შესანიშნავ საუბრებს რომლებიც შედგა ჩვენს შორის.ამასთანავე, ვალდებული ვარ გამოვხატო ჩემი წუხილი იმ უხერხულობასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის ჩატარებული ბოლო მატჩის დროს თბილისში.მჯერა, რომ ჩვენი მონათესავე ერების მეგობრობა შეუდარებლად უფრო მტკიცე და ღრმაა, ვიდრე სპორტული პაექრობის დროს მომხდარი ნებისმიერი ინციდენტი.ვიმედოვნებ, რომ მომავალში გვექნება მეტი შესაძლებლობა გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა რათა წვლილი შევიტანოთ ჩვენი ერების და ქვეყნების სასიკეთოდ.პატივისცემითდა საუკეთესო სურვილებით+ ზენონიდმანისისა და აგარაკ- ტაშირის მთავარეპისკოპოსიდმანისი. 24/03/ 2005

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share