შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოიძიება დაიწყეს. პოლიცია აქტივისტებს შსს-ს მიერ გუმათჰესთან აღმართული რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება.
“ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – წერია უწყების განცხადებაში.