ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე სინდისის პატიმრების მშობლები უკვე მივიდნენ-ისინი აპირებენ 9 აპრილის ღამე პარლამენტის წინ გაათენონ და “ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვან.
სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა ამბობს, რომ დროა დასრულდეს “სისხლიანი 12 წელი, გადადგეს მთავრობა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და აუცილებლად ჩაინიშნოს ახალი არჩევნები“
“ოცნებამ“ აღიარა, რომ პოლიტპატიმრები გვყოლია. როგორც თითო რაღაცებში ვიმარჯვებთ, ასე გამარჯვებულები ვიქნებიტ ბოლომდე. 9 აპრილს მართალია სისხლით მოვიტანეთ თავისუფლება, მაგრამ ახლა მოვიტანთ ჩვენი პატიმრების გათავისუფლებას. რევოლუციას არასდროს იწყებს ხალხი, რევოლუციას იწყებს მთავრობა, რადგან იძულებულს ხდიან. რევოლუცია დიდი ხანია ხალხთან მთავრობას გამოცხადებული აქვს, ამის ფაქტი იყო ნოემბრის ბოლო და დეკემბრის სიხლიანი 12 დღე. როგორც ეგენი გვეძახიან სისხლიან 9 წელს. ასე უნდა დასრულდეს სიხლიანი 12 წელი და 12 დღე. დავასრულოთ და დასრულდეს, გავათავისუფლოთ პატიმრები, გადადგეს მთავრობა და აუცილებლად ჩაინიშნოს ახალი არჩევნები“, – განაცხადა სხვიტარიძის დედამ.