“იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის” – მედიის სოლიდარობის მარში რუსთაველისკენ დაიძრა

საზმაუდან დაძრული მარში ფილარმონიასთან შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს შეუერთდა და რუსთაველისკენ დაიძრა. საპროტესტო მსვლელობა დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ საპროტესტო შეძახილების ფონზე იმართება. აქციის მონაწილეებს ხელში გიგანტური საპროტესტო ბანერი უჭირავთ, რომელზეც მზია ამაღლობელის სიტყვები: “იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის” წერია.

სოლიდარობის მარშზე იმყოფება ჟურნალისტი მირანდა ბაღათურიაც, რომელსაც 5 ივნისს ტიტუშკები “სირცხილიას” ოფისში გაუსწორდნენ.

”5 ივნისამდე ლოკალურად იყო ჩვენს მიმართ აგრესია, მაგრამ 5 ივნისმა დაგვანახა, რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებამ მიზანში ამოგვიღო. დღეს ვხედავთ იმას, რომ უკვე პოლიციელები უსწორდებიან ჟურნალისტებს. ერთი რამ მაქვს სათქმელი, რომ მედიას ვერავინ მოერევა და ბედნიერი ვიქნებოდი, აქ რომ დღეს ლექსო ყოფილიყო და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ სოლიდარობის მარში საერთოდ არ ყოფილიყო საჭირო, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ ყველა ერთად მოვერევით “ქართულ ოცნებას”, – ამბობს მირანდა ბაღათურია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share