“ბათომს” – როგორ გამოეხმაურა გურული პოეტი 1920 წლის ივლისში ბათუმში ქართული ჯარის შესვლასა და ბათუმის საქართველოსათვის გადმოცემას

“ბათომს” – როგორ გამოეხმაურა გურული პოეტი 1920 წლის ივლისში ბათუმში ქართული ჯარის შესვლასა და ბათუმის საქართველოსათვის გადმოცემას.
.
ბათომს
.
კვლავ მოვედით, კვლავ გიხილეთ, ჩემო ტურფავ ჩემო კარგო!
ჩვენი გულის იადონო, ჩვენი სუნთქვით მონაქარგო!
კვლავ მოვედით, რომ იარა დაგიშუშოთ, დაგიწყნაროთ!
გულში ტრფობით ჩაგიხუტოთ, გაგართოდ და გაგახაროთ!
* * * *
შენი ტანჯვა ქართვლის გულში მუდამ ჰქმნიდა სევდას მწარეს!
მაგრამ სწამდა, რომ გნახვიდა კვლავ აღდგენილ თავის მხარეს
და აღსრულდა! ჩვენც მოვედით: კვლავ გიხილეთ ჩემო კარგო
რომ ალერსის ყვავილებით, მოგრთოთ გული მოგიქარგოთ!
* * * *
დაივიწყე ძველი ტანჯვა, დაივიწყე ძველი ურვა,
აღარ გმართებს ცრემლის ფრქვევა, აღარ გმართებს ბედის მდურვა!
საზეიმოთ მოიკაზმე, აბიბინდი, კვლავ აჰყვავდი,
მოილხინე, ლამაზ სახეს ნუღარ ჰფერავს ჭმუნვა-დარდი!
* * * *
კვლავ შენთან ვართ, კვლავ გიხილეთ, ჩემო ტურფავ ჩემო კარგო!
ჩვენი გულის თაიგულო, ჩვენი სუნთქვით მონაქარგო!
ვაი იმას ვინც დღეიდან გაგიმეტოს, ვინც გაგცვალოს!
ჭირში, ლხინში, სადაც იყო ჩემი თავი გენაცვალოს!
.
დ. ჭანჭათელი (დათიკო გოგუაძე)
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share