ლეგენდა აკეთის მთაზე – ნოეს კიდობანი

ლეგენდა აკეთის მთაზე – ნოეს კიდობანი
.
გურიაში ძალიან ბევრ ადგილზე შემონახულია გადმოცემები მთის წვერზე არსებულ ქვებზე, რომლებშიც ჩაჭედილ რკინის რგოლებსა და ჭაჭვებზე უხსოვარ დროში გემებს აბამდნენ. ასეთი გადმოცემები და ლეგენდები გვხვდება – აკეთში, გურიანთაში, მაკვანეთში, ლიხაურში, ზოტში, საყორნიაზე და კიდევ სხვა არაერთ ადგილზე.
.
გიორგი კაზბეკი, რომელმაც სამუსულმანო საქართველოში 1875 წელს იმოგზაურა, აღწერს სოფელ ღორჯომიდან ხულოსკენ მიმავალ გზას – „გამცილებლები მიმტკიცებენ, რომ ამ კლდეში არის გაკეთებული ნახვრეტი, რომლის მეშვეობითაც ოდესღაც გემებს აბამდნენ. მატერკის შიგნით ზღვის შესახებ არაკი ამ ადგილებში იშვიათობა არ გახლავთ: დერცელში მე მიამბეს გემების ზუსტად ასეთივე სადგომზე სურების მთებში, რომლებიც ზღვის დონიდან 8000 ფუტზეა, პონტოში ასეთივე ბუნებრივ ღუზაზე საუბრობს მხითარისტი ვართაპეტ ბრჟიშკიანი.“
.
ქვაში ჩაჭედებულ რკინის რგოლზე წერს დუნკელ ველინგი, რომელმაც 1850-51 წელს მოინახულა გურიანთის ციხის ეკლესია – “არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო ამ ნაგებობას ციხესიმაგრე, სიმაგრე თუ მონასტერი, მის კედელში ჩაშენებულია უზარმაზარი რკინის რგოლი. ადგილობრივთა თქმით ეს რგოლი ისევე როგორც სხვა მრავალი ასეთივე შემონახულია სვანეთში, მათი დანიშნულება უხსოვარ დროში გემების დაბმა ყოფილა, რომლებიც თითქოსდა აქ მოდიოდნენ, მათივე თქმით მთელი მაშინდელი სამეგრელო ზღვას ჰქონდა დაკავებული.”
.
გადმოცემების იდენტურობა და სიხშირე ნამდვილად იძლევა იმაზე დაფიქრების საფუძველს, ხომ არა აქვს ამ შემთხვევაში ადგილი წარღვნასთან დაკავშირებულ ქრისტიანობამდელი ქართველების რწმენას. ის რომ ეს რკინის ჯაჭვები და “გემების დასაბმელები” წაღვნასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, ადასტურებს მიხეილ ჩიქოვანის ნაშრომში მოყვანილი გურული ლეგენდის ფრაგმენტი – „გურიაში (სოფ. ნაგომარი) სუფსის ნაპირას აჩვენებენ ერთ მაღალ მთას, სადაც რკინის პალო თითქოს ახლაც ასვია და ნოეს კიდობანი შეჩერდა. აკეთის მთაზე ნოემ მაგარი ჯაჭვით კიდობანი რკინის პალოზე დააბაო. ჩვენ გვგონია, რომ ამირანის ამ ვარიანტში წყალრღვნის ლეგენდის კვალია შემონახული.“
.
– მიხეილ ჩიქოვანი – მიჯაჭვული ამირანი 1947
– Военно-тактическiй и стратегическiй очерки лазистаского санджака – Подполковник Г. Ш. Казбег 1875;
– Каказ 1853 г. №77; 78;82; 87; 1854 №10; Н. Дункель-Веллинг „Изъ Записокъ о Гуріи“;
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share