ვლასა მგელაძე – “მონა ის არის ვინც პირუტყვივით, მონობის უღელს შეთვისებია”

ვლასა მგელაძე – “მონა ის არის ვინც პირუტყვივით, მონობის უღელს შეთვისებია”
.
ახოვანი და წარმოსადეგი შესახედაობის ვლასა მგელაძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ, ის იყო პოლიტიკოსი, ჟურნალიტი, პუბლიცისტი, მებრძოლი, ქიმიკოსი, პიროტექნიკოსი, სასტამბო საქმის მცოდნე და ა.შ.
.
მგელაძე ირანში აჯანყებულ ირანელებს ეხმარებოდა, რა დროსაც შაჰმა 10 000 მანეთი ჯილდო დააწესა გურული რევოლუციონერის თავისათვის.
.
ვლასას ყველაფერთან ერთად იუმორის დიდი ნიჭიც ჰქონია, გალაქტიონ ტაბიძე თავის დღიურში წერს, რომ სტამბაში ყოფნისას მას შემოესმა მუშების ჟრიამული და სიცილი, აღმოჩნდა რომ მგელაძე მუშებს შორის ჩამდგარიყო და სახალისო ამაბებს ყვებოდა.
.
ვლასა მგელაძის ორატორულ ნიჭთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ 1920 წელს ვლასა მგელაძე ნინო ჩხეიძის საუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსულა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავი ყოფილა, რომ დუტუ მეგრელმა მის სიტყვას შემდეგი ლექსი მიუძღვნა:
.
„შენ მართალი სთქვი, რომ საქართველო
არასდროს მონა არ ყოფილაო.
მხოლოდ დროებით დამარცხებულა
და ტყვებაში ჩავარდნილაო!
.
მართლაც ამირანს, თუნდაც დაძლეულს
და საწამებლად კლდეზე მიჯაჭვულს,
ვინ იტყვის, ედგა მონი უღელი,
ვინ დაუძახებს მონას გმირს ტანჯულს?
.
და ერთი მუჭა ქართელი ერიც,
თუმც მოზღვავებულ მტრისგან ძლეულა,
გმირი გმირადვე კვლავ დარჩენილა
არასდროს მონად არა ქცეულა
.
მონა ის არის ვინც პირუტყვივით,
მონობის უღელს შეთვისებია
და ბატონის წინ თავაუღებლად
მუცელზე ხოხვას შერიგებია
.
და არა იგი, ვის გულში ცეცხლი
თავისუფლების მუდამ გზნებულა,
მოუკრებია ძალა და იმის
მოსაპოებლად კვლავ აგზნებულა!
.
ყარა უსუფი და ალ-რაზაკი
აი მონებად გაჩენილები
ბესო, საბა და ანანია კი
არინ ტყვენიც ისევ გმირები!
.
შენ მართალი სთქვი: ქართველი ერი
არასდროს მონად არ გარდაქმნილა,
მხოლოდ დოებით დამარცხებულა
და ტყვეობაში ის ჩავარდნილა!
.
დუტუ მეგრელი”
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share