“ოცნების” პირობებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ვერ შენარჩუნდება“ – ნიკა მელია

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა მელიას ამბობს, რომ არსებული არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ვერ შენარჩუნდება. მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ოლიგარქიული წრის გარღვევაა საჭირო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კეთულდღეობას მოუტანს.

 

უვიზო მიმოსვლაც ასეთ რეალობაში ვერ შენარჩუნდება. შესაბამისად, ამიტომაც და არა მხოლოდ ამიტომ ამ მოჯადოებული ოლიგარქიული წრის გარღვევა არის სახელმწიფოებრივი საქმე, რომელიც კონკრეტულ კეთილდღეობას გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისთვის: იყვნენ მდიდარი სახელმწიფოს მოქალაქეები, შეეძლოთ მათ დემორატიულ მსოფლიოში უვიზოდ გადაადგლება და ა.შ., რასაც წინ ეღობება ივანიშვილი, – ამბობს მელია.
ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის – როგორც “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირი აპირებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ, მათ შორის არიან კანდიდატი ქვეყნები:  დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა მოლდოვა და საქართველო.

 

გასულ კვირას გაიმართა მოლაპარაკებები ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს და შესაძლოა ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share