“ოცნება” ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა – კოსი

“მიღებული კანონი კიდევ უფრო შეავიწროვებს სამოქალაქო სივრცეს და არსებული რეპრესიებს დაემატება” – ასე ეხმაურება გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან გრანტის მიღებას კობახიძის მთავრობის თანხმობა დასჭირდება.

მარტა კოსი კანონის გაუქმებას ითხოვს და პლატფორმა X-ზე წერს, რომ “ქართული ოცნება” ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა.

”ღრმად ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა.

დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეავიწროვებს სამოქალაქო სივრცეს და არსებულ რეპრესიებს დაემატება.

ასეთი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს”. – წერს მარტა კოსი. 

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share