გურია – 1855 წლის ოქტომბრის ქრონიკები
.
1854 წლის 4 ივნისს ჩოლოქის ბრძოლაში თურქები დამარცხნენ, რაშიც თავის დიდი წვლილი გურიის მილიციამაც შეიტანა. მიუხედავად ამისა რუსებმა ქობულეთისაკენ არ წავიდნენ, რადგანაც მისი შენარჩუნების ძალა არ ჰქონდათ, ამასთანავე ქობულეთის მოსახლეობის განწყობა რუსების მიმართ მტრული იყო. ძალიან მძიმე იყო გურიისათვის მომდევნო 1855 წელი, რა დროსაც გურიის მილიციის ნაწილი სამეგრელოში იყო გადასროლილი, ხოლო ნაწილი ქაქუთის მიმართულებას იცავდა.
.
1855 წლის 28 ოქტომბრისათვის ქობულეთში თავმოყრილი იყო 8000 ნიზამი, თურქების ძალები მთლიანობაში შეადგენდა 15 000 რეგულარულ ჯარისკაცს, მათ შორის 3000 კავალერია, დაჯგუფებას ჰქონდა 14 საველე ზარბაზანი. ამის დამატებით მობილზებული ჰყავდათ დიდი რაოდენობით ბაშიბუზუკები, ხსნებულ დაჯგუფებას მუსტაფა-ფაშა ხელმძღვანელობდა. რუსებს ძირითადი ძალები სამგრელოში ყავდათ გადასროლილი, სადაც ომერ-ფაშა დიდი თურქული კორპუსით იყო გადასული შეტევაზე და ოზურგეთის დაცვა და მუსტაფა ფაშას დაჯგუფების შეკავება მთლიანად გურიის განახევრებულ მილიციას ჰქონდა დავალებული.
.
29 ოქტომბერს 400 კაციანმა ნიზამების რაზმი წმინდა ნიკოლოზის ფორტიდან ოზურგეთის მიმართულებით დაიძრა, ჭახვათის ხიდესთან ნიზამებს გურულები დახდვნენ პრაპორშჩიკ ჯაყელისა და თავად მიხეილ ნაკაშიძის მეთაურობით. გურულებმა ბრძოლაში იმარჯვეს და ნიზამებმა უკან წმინდა ნიკოლოზის ფორტისაკენ დაიხიეს.
.
30 ოქტომბერს თურქმა ფეხოსნებმა და კავალერიამ გადმოლახეს ჩოლოქი ლიხაურის მიმართულებით, სადაც დახვდა გურიის მილიცია შტაბს როტრმისტრი მალაქია გურიელის მეთაურობით, ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ მომხდურზე გაცილებით მცირერიცხოვანმა გურიის მილიციამ ლიხაურიდან უკან ოზურგეთისკენ დაიხია წინასწარ გამაგრებულ პოზციებზე. თურქებმა გურულების პოზიციებზე შეტევისაგან ხელი აიღეს ლიხაური დატოვეს, უკან დაიხიეს და ჩოლოქის მეორე მხარეს გადავიდნენ.
.
– მომზადებულია თავად ბებუთოვის 1855 წლის 4 ნოემბრით დათარიღებული თავად დოლგორუკოვსადმი პატაკის მიხედვით; (АКАК – Рапорт кн. Бебутова кн. Долгорукову, от 4-го ноября 1855 года, N379 Тифлис, 1888. – Т. 11, N110)
– გურული მილიციელები, 1878 წლის გერმანული იულუსტრირებული ჟურნალიდან (Über Land und Meer : deutsche illustrierte Zeitung. 1878 #6; Stuttgart : Dt. Verl.-Anst., 1878)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა