როგორ იყო აღზრდილი გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია V გურიელის ასული, ეკატერინე გურიელი

როგორი იყო გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის ასულის ეკატერინეს და ზოგადად ქართველი დიდგვაროვანი ქალი აღზრდა და განათლება
.
აღზრდა მისი იყო ამგვარი, ვითარსაცა მიიღებენ ანუ მიიღებდნენ ოდესმე საზოგადოდ ყოველნი ქალი თავადთა და კეთილშობილთანი ყოველთა კავკასის აქეთ მდებარეთა საქრისტიანო თემთა შუა. სარწმუნოება იყო ქუა ზღუდვილი, რომელსა ზედაცა უნდა დაფუძნებულიყუინენ და განშლილიყუნენ ყოველნი ცნობანი და გრძნობანი კეთილშობილის ქალისანი; და ფრიად ხშირად მოხდებოდა რომელ, მომაშორებელნი მისნი რომელთამე კანონთაგან, სხუათა კანონთა განაძლიერებდნენ მას შორის კერპობის ხარისხამდე.
.
რაჟამს ოდენ წარმოსდგებოდა პირველი ღონისძიება სწავლების დაწყებინებისა, მაშინვე მოაყოლებდნენ დავითნს, შ-დ დაუჯდომელს, სამოციქულოს, სახარებას, დაბადებას და სხუათა საღრმთო წიგნებითა, რომელთაც ქალნი კეთილშობილნი სწავლობდნენ აქამომდე, რომელ ხშირად გაუძნელდებოდათ ბაასი მათთანა თვითქმის ღუდელთაცა კარგად მცოდნეთა; ხოლო საეროსა აღზრდასა მათსსა დააბოლოვებდნენ ხელთსაქმენი; განწყობლება მოკითხვის წიგნისა ნათესავთა და მოკეთილეთა მიმართ; მოთხრობითი აღწერა მამისა ანუ ნათესავისა ვისიმე მოქმედებათა; კითხუაი საგმიროთა პოემათა და სხუათა ამგვართა თხზულებათა, რომელნიცა აღამაღლებდნენ გრძნობათა მათთა ყოვლითა კეთილობითა და წარმართვაი შინაურთა საქმეთა სასიამობნოდ ქმარის ანუ ქრმისათვის. ერთის სიტყვით, წიგნობრივი აღზრდა ქალთა მრავლით აღემატებოდა აღზრდასა კაცთასა, რომელნიცა მიმოიქცეოდნენ უმეტესად საქმეთა შუა სიმარდისა და მხნეობისათა. აქა იგულ-ხმების რომელ, ფრიად და სხუა-და-სხუა გვარი იყუინენ ხარისხნი სადამდინაც მიაღწევდნენ ქალნი ამ გუარის აღზრდილობითა;
.
გარნა უეჭველ-არს ესე, რომელ ყოველთა ხარისხთა ზ-ა და მით უძლიერესად რაოდენ უმაღლეს იქმნებოდა ხარისხი ესე, შთაენერგებოდათ მათ გრძნობაი დაურღვევლისა ერთგულებისა მამა-პაპათა სარწმუნოებისადმი და განუსაღურებელი ყოლისა მის სიძულილი რაიაცა ეწინააღმდეგებოდა ქრისტეანობასა. სხუაი სარწმუნოების ქრმის შერთუაი, უმეტესღა გამოცუილაი თვით სარწმუნოებისა, და მიაჩნდათ ამ გუარად აღზრდილთა ქალთა ესრედ ძლიერ უბედურებად, რომელ გონება მათი ვერღა გამოიხატევდა უდიდესსა. ძლიერსა გრძნობასა ამას გამოსწოვდნენ იგინი მშობლისა ძუძუსათაგან, შეითვისებდნენ პირველის მეხსიერების განხსნისთანავე და გულში შთაიბეჭუიდიდნენ პირველთავე შემცნებათა. უეჭველ-არს ესეცა რომელ ქალნი უდიდესთა გვართაგანი აღიზრდებოდნენ ამ კანონებით უმტკიცესად და ესრეთ იყო აღზრდილი ეკატერინე გურიელი ქალი საქრისტიანოს თემის მფლობელისა.
.
დ. ჩოლოყაშვილისეული ხელნაწერი (1840 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share