ქართული საეკლესიო გალობის პირველი ნოტებზე გადატანის პირველი ცდას 1846 წელს ჰქონდა ადგილი, რა დროსაც რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა საეკლესიო გალობის ჩაწერის მიზნით პირველი ბრძანება გამოსცა.
.
საქართველოს ეგზარქოსს ამ ბრძანების ასლი საქართველოს ყველა მღვდელმთავარისათვის გადაუგზავნია – „იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსებმა ეგზარხოს აცნობეს, რომ ჩვენს ეპარქიებში ნოტებზე გალობა არაა, წინაპართაგან გადმოცემულ ძველ საგალობლებს ახლა ზეპირად სწავლობენო“. ქველი ჩხატარაშვილი წერს, რომ ეს სწორი ინფორმაცია არ იყო – „სპისკოპოსთა ეს მოხსენება ზუსტი არ იყო. მონასტრებში მართალია თანამედროვე ტიპის სანოტო ნიშნებს არ იცნობდნენ, მაგრამ გალობის სწავლება ზეპირად არ ხდებოდა. XIX-XX საუკუნეთა მიჯნამდე ხმარობდნენ ორიგინალურ მუსიკალურ ნიშანთა სისტემას, რომელიც ძველი ქართული მუსიკალური ნიშნების სახესხვაობას წარმოადგენდა.“ აქვე ჩხატარაიშვილი უთითებს შემოქმედიდან გატანილ დოკუმენტს, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტში იყო დაცული – „ამ სისტემის ნიმუშს წარმოადგენს სსსრ მეცნ. აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ხელნაწერი Q-634, რომელიც შემოქმედის მონასტრიდანაა ჩამოტანილი.“
.
– ქართული გალობის აღდგენისა და ჩაწერის პირველი ცდები XIX საუკუნეში; ქველი ჩხატარაიშვილი 1989
– ილუსტრაცია შემოქმედის მონასტერი – ჯონ ბუჩან ტელფერი (John Buchan Telfer 1831-1907) ჩანახატი წიგნიდან „ყირიმი და ამიერკავკასია“- ლონდონი 1876
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა