“დიქტატურაა, ეს არის პასუხი მანიფესტზე” – ახალ თეატრში სოფო ნიჟარაძე მივიდა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში სოფო ნიჟარაძე მივიდა – დასის წევრი  ამბობს, რომ ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება იმ მანიფესტზე პასუხია, რომელსაც ხელოვანები მთელი საქართველოს მასშტაბით, სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მართავდნენ.

“დიქტატურაა ჩვეულებრივი” – აცხადებს სოფო ნიჟარაძე.

”დიქტატურაა ჩვეულებრივი, რა შეიძლება, რომ ვთქვა. ეს არის პასუხი მანიფესტზე. ეს არის პასუხი, რომ თეატრი არ ეგუება ამ უსამართლობას, იმას, რომ ჩვენი მსახიობი დაჭერილია და ათეულობით ბევრი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში. რა ვიცი, გაგვაჩუმებენ, ალბათ, ყველას. ყოველ შემთხვევაში მცდელობა არის, რომ გაგვაჩუმონ. ხვალ შეიძლება ტელევიზიაც დაკეტონ, რა ვიცი. მხოლოდ facebook-ზე პოსტვა აღარ შეიძლება, შეიძლება ეს იარაღიც აღარ გვქონდეს, ამიტომ ქუჩაში გამოსვლა არის საჭირო და კიდევ უფრო აქტიური წინააღმდეგობა”, – ამბობს სოფო ნიჟარაძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share