“ყოჩაღ თიკა, ყოჩაღ!” – ეს არის ნანკა კალატოზიშვილის პირველი რეაქცია “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ.
მსახიობი კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს და “პირველებთან” ამბობს, რომ დოიაშვილი სოლიდარობისთვის და ერთგულებისთვის ისჯება.
”მოვა დრო და თიკა რუხაძეც აღარ იქნება მინისტრი და დარჩება ის, რაც დარჩება, როგორი სახელიც დატოვა. ამიტომაც, მე მეცოდება თიკა რუხაძე. ერთგულებისთვის ისჯება, სიყვარულისთვის, სოლიდარობისთვის ისჯება დოი. თიკა რუხაძე მე პირდაპირი ეთერით დავპატიჟე სასამართლოზე. თუ უნდოდა სპექტაკლის ნახვა და გარკვეულიყო რაში მდგომარეობს საქმე და ის, რომ ჩვენი მსახიობი უსასრულოდ არის ციხეში და მერე დოის ხსნი, ყოჩაღ თიკა, ყოჩაღ”, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.