სერბი ჩოგბურთელი, ყოფილი პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ აქვს.
სპორტული შეჯიბრი ნიუ-იორკში ტარდება. აშშ-ში სამოგზაუროდ, ამჟამინდელი შეზღუდვების მიხედვით, საჭიროა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ქონა.
“სამწუხაროდ, ამჯერად ნიუ იორკში აშშ-ს ღია ჩემპიონატზე ვერ ჩავალ. წარმატებები ჩემს ამხანაგ მოთამაშეებს! კარგ ფორმასა და დადებით განწყობას შევინარჩუნებ და შეჯიბრის მომდევნო შესაძლებლობას დაველოდები”. – დაწერა ჯოკოვიჩმა Twitter-ზე.
აქამდე სერბი ჩოგბურთელი ამბობდა, რომ მზად იყო აშშ-ს ღია ჩემპიონატს არ დასწრებოდა, თუ მას ამისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მოუწევდა.
ვაქცინაციის სტატუსის გამო ჯოკოვიჩმა ვერც ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე დასწრება შეძლო, როდესაც ის ქვეყნიდან აუცრელობის გამო გამოაბრუნეს.