შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების რეზიდენციის აივანზე უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე დღეა, უკრაინის დროშაა გამოფენილი.
მეუფე იოსები ერთ-ერთია ქართული მართმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერაქიის იმ მცირე ჯგუფიდან, რომლებიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად რუსეთის ოკუპაციის დროს, მხარს უკრაინას უჭირენ.
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა საჯარო განცხადებები საკვირაო ქადაგების დროსაც გააკეთა და მისი პოზიციის დაფიქსირებას ოფიციალურადაც არ მორიდებია.
მეტიც, შემოქმედელმა მიტროპოლოლიტმა ეჭვის ქვეშაც კი დააყენა იმ პირების კავშირი ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიასთან, რომლებიც ამ სისხლისმსმელი დაპირისპირების მთავარი ფუძემდებლის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას საჯარო სივრცეში არ ერიდებიან.