რეჟიმი ყველას მიადგება – ეკა დემეტრაძე

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის მოხსნას მსახიობი ეკა დემეტრაძე დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებად აფასებს.

მსახიობი, რომელიც ამ წუთებში ახალ თეატრთან იმყოფება, მედიასთან ამბობს, რომ “რეჟიმი ყველას მიადგება”.

”ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი არის ამ თეატრის თითოეული თანამშრომლისთვის და კოლეგისთვის, სხვა თეატრის მსახიობისთვის და რეჟისორისთვისაც და სამხატვრო ხელმძღვანელისთვისაც. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა უფრო სერიოზულად მიუდგებიან საკითხს და გულწრფელები იქნებიან, პირველ რიგში, საკუთარ თავთან მიმართებით იმიტომ, რომ აუცილებლად ყველას მიადგება ეს რეჟიმი. ყველას დაუდგება ის მომენტი, რომ ამ რეჟიმს არ მოეწონება რაღაც და მიადგებიან მათაც”, – ამბობს ეკა დემეტრაძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share