“რეპრესიები გრძელდება” – ასე აფასებს მსახიობი ნატა მურვანიძე “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების ფაქტს.
ნატა მურვანიძე ამბობს, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” ქმედებებისა, ივანიშვილის რეჟიმი კულტურის სფეროს დამორჩილებას ვერ შეძლებს.
რეპრესიები გრძელდება, ამას ამბობს რეჟიმი. ჩვენს სფეროშიც გრძელდება იმიტომ, რომ საკმაოდ დაუმორჩილებელი აღმოჩნდა ეს სფერო. ვერ იმორჩილებს ამ სფეროს. სამწუხაროდ, ძველი საბერძნეთიდან ყველა ხელისუფალს ჰგონია, რომ ამ სფეროს და ხელოვნებას დაიმორჩილებენ, მაგრამ ვერ დაიმორჩილებენ”, – ამბობს ნატა მურვანიძე.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.