“მშვიდობა” აწერია ბურთს, რომლითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდები ითამაშებენ

მიმდინარე წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, “უეფამ” წარადგინა ბურთი, რომელსაც ინგლისურ და რუსულ ენებზე აწერია – მშვიდობა.
ფინალში ამ ბურთით ესპანურ-ინგლისური საფეხბურთო კლუბები, მადრიდის რეალი და ლივერპული ითამაშებენ.

დაპირისპირებას პარიზი 28 მაისს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის დროს გამოყენებული ბურთები აუქციონზე გაიყიდება, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს გადაეცემა იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც იძულებით დატოვეს სახლიდან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share