“ამ ეტაპზე უკეთ არის” – გიორგი კეკელიძეზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

მწერალი გენრი დოლიძე, კოლეგის, გიორგი კეკელიძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“არ მოიტყუოთ თავი – ჭორით, სეირით და ტალახის სროლით ჩვენში ყველა ერთობა – ლიბერალიც და არალიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც – გიპოვის რაღაც მიზეზს, დაგკბენს და გაღიმებული გაივლის. ამიტომაც, როცა მეუბნებიან: „შენ ყველას უყვარხარ“ მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა. მხოლოდ ერთი გზა ვიცი პასუხად: საქმეების, რომელსაც ვაკეთებ, ორმაგი ძალით გაგრძელება; ბრძოლის ველის განვრცობა; შრომა, შრომა და შრომა.”

ძველი ფეისბუქ-სტატუსიდან…
P.S.
გიორგი კეკელიძე ამ ეტაპზე უკეთ არის, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და ქართული წიგნის სამსახურში წარმატებულ “შრომას, შრომას და შრომას!”, – წერს გენრი დოლიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share