ზახაროვა: მოსკოვი და თბილისი ცდილობენ გააძლიერონ საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, “მოსკოვი და თბილისი ცდილობენ გაააქტიურონ საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა და სისტემატიურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ”.

“მიუხედავად არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა,  ჩვენ ვაშენებთ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ორმხრივად მომგებიანი გზით. ამ მიმართულებით დიალოგი მიმდინარეობს.

მოსკოვი და თბილისი ცდილობენ გაააქტიურონ საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა და სისტემატიურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რაც რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებში შედის”, – თქვა ზახაროვამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რუსეთის ფედერაციამ უკვე პრაქტიკაში აჩვენა ურთიერთობების ასეთი განვითარების სურვილი, კეთილი ნება და სურვილი”.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ქართული ოცნების განცხადებას 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის შესახებ გამოეხმაურა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მაგალითი გაიხსენა.

„მთავარია, რომ მათ, ვინც 2030 ან სხვა წლებისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, მაგ დროისთვის ჰქონდეთ სადმე გასაწევრიანებელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share