მათ უნდათ, რომ ყოველგვარი პროტესტი აღმოფხვრან ჩვენში და დავდუმდეთ-ქეთათო

“ოცნებას“ უნდა ორიენტირი აგვერიოს, გავჩუმდეთ, დავდუმდეთ და ამ მდუმარებაში ვიყოთ,- ამის შესახებ მუსკოსმა, ქეთათო პოპიაშვილმა  განაცხდა.

მისი თქმით, რეჟიმს უნდა, რომ ყოველგვარი პროტესტი აღმოფხვრან ხალხშიდ ა დაადუმონ და ეს ჯარიმებიც, სწორედ ამას უკავშირდება.

მუსიკოსი ამბობს, რომ ახლა ორივე მხარე გაძლებაზეა და “მთავარია, ისეთი ესკალაცია არ მოხდეს, რომ დაპირისპირება დაიწყოს“.

”მათ უნდათ ორიენტირი აგვერიოს, გავჩუმდეთ, დავდუმდეთ და ამ მდუმარებაში ვიყოთ. ერთის მხრივ, გვაქვს უფლება, რომ მშვიდობიანი პროტესტი გამოვხატოთ. ალბათ, უნდათ რომ ყოველგვარი პროტესტი აღმოფხვრან ჩვენში და დავდუმდეთ. ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმის, რომ ქართველები ვართ, ემოციური ხალხი ვართ, არ გავაბედინებთ იმას, რაც გაბედეს ბელორუსიაში, რუსეტში, მაგრამ რაღაცნაირად კარგად ნაცადი ხერხია და არ ვიცი, ამ გამოცდას როგორ გავუძლებთ.

ორივე მხარე გაძლებაზე, რაც მთავარია ისეთი ესკალაცია არ მოხდეს, რომ დაპირისპირება დაიწყოს, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი რომ დასჯადია, ესეც ახლა გავიგე”- განაცხადა მუსიკოსმა. 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share