მათი მთავარი გათვლაა, ადამიანებში დაკავების შიში ჩანერგონ-მიხეილ სამხარაძე

ინტელექტ კლუბ “რა, სად, როდის“ წევრი, მიხეილ სამხარაძე, რომელიც აღდგომის ღამეს დააკავეს და  იზოლატორში 48 საათში გაატარა, ამბობს, რომ მისი აზრით, დაკავებები ხალხში შიშის დანერგვას ემსახურება.

დიასამიძის თქმით, რეჟიმის მთავარი გათვლაა, ადამიანებს გაუჩინონ ეჭვი, რომ სულ რომ ტროტუარზე იდგნენ, მაინც არ გამორიცხონ, რომ დააკავებენ.

ამასთან, ის ამბობს, რომ ამისთვის ყველა ის ადამიანი, რომელიც აქციებში მონაწილეობს, მზადაა და ერთხელ მაინც უფიქრია დაკავებაზე.

”როდესაც აკავებენ ადამიანებს, რომელიც არ აშავებს არაფერს, ამის სავარაუდო გათვლა ისაა, რომ სხვასაც გაუჩინონ ეჭვი, აი, მეც რომ ვდგავარ ჩემთვის, შესაძლოა, მეც დამაკავონ. რათა იმ ადამიანებთანაც ჩანერგონ შიში, ვინც უბრალოდ ტროტუარზე დგას და გზას არ კეტავს. შეიძლება მათი გათვლა ესაა, თუმცა, მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც აქციებზე დადის ყოველდღე, არ გაუვლია აზრი და არ იყოს მზად, რომ შესაძლოა დააკაონ. მე მზად ვიყავი და ჩემი ოჯახიც შემზადებული მყავდა: არ ინერვიულოთ, შესაძლოა დაგვაკაონ, ნებისმიერ დროს”- ამბობს სამხარაძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share