კრიტიკის შემდეგ, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
მანამდე კი, ჟურნალისტის შეკითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას, რომ 7 აგვისტოს ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა ღარიბაშვილი პასუხობს, რომ “მერე რა რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?” გუშინ ის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საპატივსაცემო სუფრაზე იყო, სადაც, როგორც კადრებში ჩანდა, კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა.
მანამდე, პრემიერი ღარიბაშვილი კორონავირუსის შემთხვევების გაზრდას და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებას ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მიერ გამართულ აქციებს აბრალებდა.