“იმაზე ცუდად გვაქვს საქმე, ვიდრე მეგონა…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც საქართველოში რუსების მიერ კონტრაბანდის გადატანის შავი ხვრელების გაჩენასთან ეხება.

“ახლა, მათ შორის ბევრი ოპოზიციური ლიდერისგანაც ვისმენ იმ აზრს, რომ უკრაინულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და აპელირებენ მტკიცების ტვირთზე…

მგონი, იმაზე ცუდად გვაქვს საქმე, ვიდრე მეგონა…
რომელი ქვეყნის დაზვერვა გინახავთ მსოფლიოში, რომელიც ამ ენაზე საუბრობს?!

აი, ძაან პროამერიკელებს ვეკითხები, გაგიგიათ როდესმე, რომ მათ დაზვერვას მტკიცებულებები წარედგინა სადმე? ანუ თავისი აგენტურა გაეშიფრა…
ამასთანავე, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ წყარო არ არის უკრაინული, ის მხოლოდ გამხმოვანებელია უფრო სერიოზული ქვეყნების სადაზვერვო მონაცემების…”, – წერს ხუახშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share