“შედეგებს მოიმკით” – ასეთია რუსული მხარის პასუხი საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომ ქვეყნიდან 12 რუსი დიპლომატი გააძევოს.
როგორც ვხედავთ, აგრესიისა და მუქარის გამოხატვა, “დიპლომატიურ დონეზე”, საელჩოს მხრიდან საკმაოდ სწრაფად მოხდა – ამ ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს.
ამასთანავე, საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარი ბოლო პერიოდში საბერძნეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას ეხება.
“2022 წლის 6 აპრილს, საბერძნეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი მასლოვი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც ოფიციალური ათენის გადაწყვეტილება – 12 რუსი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით შეატყობინეს.
ჩვენი მხრივ, ჩვენ გამოვთქვით მწვავე პროტესტი ასეთი გაუმართლებელი კონფრონტაციული ნაბიჯის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მთელი კომპლექსის შემდგომ განადგურებას.
მათი თქმით, ეს ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება” – წერს რუსეთის საელჩო.