“სამწუხაროდ მოხდა… მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის ინსტრუმენტალიზაციას….რაც არ მიკადრია და არც ახლა ვიკადრებ”- ნიკა მელია

არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას, ვშიშობ არ აღმოჩნდნენ არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ტვ პირველის თოქშოუ „რეაქციაში“ სტუმრობისას გააკეთა.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა „მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის ინსტრუმენტალიზაციას“.

“ვინ შევა და ვინ გამოიყვანს სააკაშვილს – ეს არჩევნები დაცლილი იყო პოლიტიკური პრაგმატიზმისგან… არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას, ვშიშობ, არ აღმოდნენ არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში, მათ შორის ის, რომ შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ… წარმოუდგენელი იყო ეს ჩემთვის, თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი მე ვარ და ეს გამოცდილება, მიუხედავად იმისა საზოგადოებას გაუკიცხივარ თუ არა, მიმიღია და ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს, მაგრამ გაცილებით მარტივია, როცა ამას შენი თავისუფლებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად დგამ, მაგრამ როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხეა, რომელიც ტყვეობაშია, რბილად რომ ვთქვათ ასეთი განცხადებები არაფერია, გარდა პოპულიზმისა.

რაღაც ნაწილმა ალბათ დაიჯერა, რომ მთავარია პარტიის თავმჯდომარის სავარძელი აღარ ეკუთვნოდეს მელიას და გადავისდეს სხვის ხელში, რომლებიც მთელი წლების განმავლობაში ასევე მმართველობაში იყვნენ.

მე ვიცი რამდენი წნეხის ქვეშ მოუწევთ ყოფნა და რამდენ ჩასაფრებებს მოაწყობს ქართული ოცნება, და აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ, თხელ ყინულზე მოგვიწევ სსიარული.

სამწუხაროდ მოხდა მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის ინსტრუმენტალიზაცია, რაც არ მიკადრია და არც ახლა ვიკადრებ. დასრულდა არჩევნები და პირველი სიტყვა რაც თქვეს მიუძღვნეს მიხეილ სააკაშვილ გამარჯვება, თითქოს მართლა მტრებთან მოიპოვეს გამარჯვება.

იმედი მაქვს გადახედილი იქნება პოზიციები და რაციონალურ ბრძოლას დაუბრუნდებიან“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share