საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეუძლებლად მიიჩნევს კიევის განცხადების განხილვას ევროკავშირში მიღების თაობაზე, სანამ კონფლიქტი არ იქნება დარეგულირებული. მან ამის შესახებ დღეს განაცხადა ევროკავშირის რიგგარეშე ასამბლეის სამიტზე ვერსალში.
“განცხადება შემოსულია უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. ამ პერიოდში აუცილებელია ძლიერი სიგნალის გაგზავნა უკრაინელებისთვის, მაგრამ ამავე დროს მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. შეიძლება კი პროცედურების დაწყება იმ ქვეყნის მისამართით, რომელიც ომის მდგომარეობაშია?! მე ასე არ ვფიქრობ!” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
cnews.ge