ჩემ თავზე წუწუნის უფლება არც კი მაქვს, ქვეყანაში გვყავს 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი, რომლებმაც არ იციან როდის დატოვებენ იმ 4 კედელს რომელშიც გამოკეტა რეჟიმმა. – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გელა ხასაიამ 12 დღიანი პატიმრობის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვებისას განაცხადა.
გელა ხასაიას თქმით, ის გეგმავს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განაგრძოს.
“ამ დღეებმა შემძინა კიდევ უფრო მეტი ემოციური კავშირი იმ პატიმრებთან, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებიან და კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვი რას გადიან ისინი და გაჩერება კი არა იმაზე მეტი უნდა ვაკეთოთ ყველამ რასაც აქამდე ვაკეთებდით.” – განაცხადა გელა ხასაიამ.