ვატო წერეთელმა ლექსო ლაშქარავას ოჯახს ბოდიში მოუხდა:
“არაფერი აღარ დაგვრჩა ამ ქვეყანაში სოლიდარობის გარდა. ბოდიშს ვუხდი მის ოჯახს, მე ვერ დავიცავი ჩემი ოპერატორის სიცოცხლე” – ამბობს წერეთელი.
მედიამენეჯერებმა ერთობლივი განცხადება “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან გააკეთეს, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
“თუ ქართულ ოცნებას არ ეყოფა კეთილგონიერება და ახლავე, ამ შეხვედრაზე ისინი არ იღებენ გადაწვეტილებაა ირაკლი ღარიბაშვილის გათავისუფლების შესახებ, მაშინ საზოგადოებამ უნდა გასცეს ადეკვატური პასუხი -. გელოდებით ყველას 6 საათზე, ვიკრიბებით ლექსოსთვის და ვიკრიბებით საქარველოსთვის” – ამბობს ზუკა გუმბარიძე “ფორმულას” გენერალური დირექტორი.
“ის, რომ ჩვენი კოლეგა დღეს გარდაიცვალა, არის ამ ხელისუფლების ლიდერების გადაწყვეტილება. ეს არის ღარიბაშვილის და გომელაურის გადაწყვეტილების შედეგი” – ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.
თუ რამე ნიშანწყალი არსებობდა ეფემერული დემოკრატიის, 5-ში დასრულდა და დღეს დაესვა საბოლოო წერტილი. ამ ქვეყნის დემოკრატიის მთავარი მამოძრავებელ ძალა არიან მედიები, თქვენი მთავარი გულშემატკივარი და პატრონი არიან მედიები” მიმართავს ნიკა გვარამია მოქალაქეებს და დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
დღეს ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. დღეს ჩვენ მივიღებთ პასუხს რუსთაველზე, 6 საათზე, გჭირდებით თქვენ საერთოდ, თუ არ გჭირდებით – ამბობს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი.