ვანდალიზმი და ძალადობა ცუდია, პასუხი უნდა აგონ -კახაძე ევროკავშირის დროშის დაწვაზე

ვანდალიზმი და ძალადობა ცუდია, პასუხი უნდა აგონ – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას:

“ძალიან ცუდია. საერთოდ ვანდალიზმი, ძალადობა, ხაზს ვუსვამ – ვინც არ უნდა გააკეთოს, უნდა დაისაჯოს. კანონითაც უნდა დაისაჯოს, მორალურადაც, თქვენც [ჟურნალისტებმა] უნდა დასაჯოთ, ანუ უნდა გამომჟღავნდეს ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას ვნებს. აუცილებლად უნდა აგონ პასუხი… ძალადობის წინააღმდეგ უნდა აღიმართოს ყველა. არ შეიძლება ადამიანს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალო, სიტყვა არ გამოათქმევინო, არ შეიძლება ადამიანის აზრის დაფიქსირებას ხელი შეუშალო. როდესაც ეს ყველაფერი კეთდება, ეს არის ქვეყნის საწინააღმდეგო” – ამბობს კახაძე.

http://newposts.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share