პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე დააჯილდოვეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით. ამ ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით.
„ეს იქნება სიმბოლური, მოკრძალებული აღნიშვნა იმ წვლილის, რაც მან [ირაკლი კობახიძემ] შეიტანა კონსტიტუციის, შესაბამისად, დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესში”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.