ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ 2024 წელს მივლინებებზე 71 მილიონი ლარი დახარჯა.
ყველაზე მხარჯავი სამეული:
- იუსტიციის სამინისტრო – 17.1 მილიონი ლარი;
- თავდაცვის სამინისტრო – 9 მილიონი ლარი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 7.7 მილიონი ლარი.