ყველა ელოდება პასუხს იმაზე, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას – მაჭავარიანი

“ყველა ელოდება მარტივ პასუხს იმაზე, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას” – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა  განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციური ფლანგის მკაფიო პასუხი იქნება იმის განმსაზღვრელი, არსებობს თუ არა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ოპონენტებში რაიმე ტიპის შეთანხმება.

”ყველა უკმაყოფილოა იმით, რაც ხდება. ყველა ელოდება მარტივ პასუხს, ადგილობრივ არჩევნებში იღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას და რა პირობებით. ეს იქნება განმსაზღვრელი იმის, თუ საით მიდის პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში, იქნება თუ არა ახალი არჩევნები, დაემატება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებს საპარლამენტო. ჩვენ გავიგებთ ელემენტარულად იმას, არის თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც ფორმის შეთანხმება, დათმობა. ასევე არის თუ არა რაიმე ფორმით დათმობა სამთავრობო მიმართულებიდან… ვფიქრობ, პატიმრების თემა წინაპირობა უნდა იყოს. ეს არ უნდა იყოს “ქართული ოცნებისთვის” გადაულახავი პრობლემა, რადგან კარგად იციან, რომ ეს ერთი ხელის მოსმით მოსაგვარებელი თემაა” – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share