ჯო უილსონი სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებას მოუწოდებს

ჯო უილსონი სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებას მოუწოდებს.

ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ მოუწოდა სირიის ახალ მთავრობას, გააუქმოს ასადის რეჟიმის მიერ მიღებული ცდომილი გადაწყვეტილება. როგორც უილსონმა სოციალურ მედიაში დაწერა: „ეს უბრალო ნაბიჯი სირიის ახალი გზისადმი ღრმა ძალასა და ერთგულებას დაადასტურებს.“

„მოხარული ვარ, რომ თებერვალში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ალ-შიბანის თხოვნით მივმართე, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს. ეს მარტივი ნაბიჯი სირიის ახალი გზის მიმართ სიძლიერისა და ერთგულების დემონსტრირება იქნება“, – წერს ჯო უილსონი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საკითხი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – აღიარების შესახებ, დელეგაციამ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარესთან და MEGOBARI აქტის ავტორთან შეხვედრისას დააყენა.

დელეგაციამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ასადის რეჟიმის მიერ 2018 წელს მიღებული ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share