ხელისუფლების ცვლილების ორი გზაა-ერთი ეს არის რევოლუციური, მეორე კი პოლიტიკური პროცესით, წესიერი არჩევნების დანიშვნით და ა.შ. -ამის შესხებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა, ლევან სანიკიძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება ჩანიშნული და პოლიტპატიმრები არ იქნებიან თავისუფალნი, ამ არჩევნებზე გასვლას აზრი არ აქვს“.
თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება ჩანიშნული და პოლიტპატიმრები არ იქნებიან თავისუფალნი, ამ არჩევნებზე გასვლას აზრი არ აქვს, არც მორალურად დ არც პოლიტტექნოლოგიურად აქვს გამართლება. აქედან გამომდინარე, ვხედავ შანსს, რომ მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ივანიშვილის მთავრობა ან ბოლომდე მოუჭერს მარწუხებს და გაზრდის პოლიტპატიმრების რიცხვს, შემდეგ კი არჩევნებზე საერთო აზრი დაეკარგება ლაპარაკს. მეორე არის კიდევ, რომ ისინი ვაიძულოთ, წავიდნენ დათმობებზე, რაც გულისხმობს ახალი არჩევნების ჩანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შესაბამისად, თუ ეს ქვეყანა მიდის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების აღდგენის გზით, პოლიტპატიმრები ციხიდან მაინც გამოვლენ ივანიშვილის ხელისუფლების დამონტაჟამდე. ხოლო თუ რევოლუციის გზას დატოვებს ივანიშვილის ხელისუფლება, მაშინ მეორე დღესვე გამოვლენ ციხიდან ისინი,-განაცხადა სანიკიძემ.