მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გაუშვებს. ამის შესახებ გელბახიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს გაუშვებს. მე ადვოკატის სიბრტყიდან ვისაუბრებ. დღეისათვის დაკითხულია მსოფლიოს 6 უმაღლესი კლასის ექსპერტი. ასე მარტივი არ არის, რომ ისტორიული პასუხისმგებლობა აიღოს და დაისაფლაოს საკუთარი თავი. ახლა მოსამართლეს დიდი გამოცდა ელის, როგორც პიროვნებას, როგორც მოსამართლეს, როგორც სისტემის წარმომადგენელს. მთელი მართლმსაჯულების სისტემაა საფრთხეში თუ არ გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე. თუ ამას გვერდს აუვლის სისტემას აყენებს საფრთხის ქვეშ. სამყაროში არავინ დაიჯერებს, რომ საქართველოში არის მართლმსაჯულება”, – თქვა გელბახიანმა.