აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხს ეხებოდა.
თუმცა დამატებითი დეტალები, თუ რის შესახებ ისაუბრეს ორი ქვეყნის ლიდერებმა, უცნობია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის თქმით, პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დარეკვას გეგმავს.
საუბრამდე რამდენიმე ხნით ადრე, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით ჩიხშია შესული და რომ “პუტინმა არ იცის როგორ დააღწიოს თავი ამ ომიდან.”