მთავრობის აქცენტი პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს მიმართული და არა “პოლიტიკურ კინკლაობაზე”

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დღეს განცხადებით გამოვიდა და ისაუბრა, რომ მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს და მთავრობის აქცენტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს მიმართული და არა “პოლიტიკურ კინკლაობაზე”.

“ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, წლების განმავლობაში დაგროვებული, ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და ერთიანი ძალისხმევით, ძალიან სწრაფად, შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share