26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციას- პერფორმანს მხატვარი გია ბუღაძეც უერთდება. მისი თქმით, საპროტესტო აქცია კიდევ ერთხელ საზოგადოების ერთობას აჩვენებს.
როგორც მხატვარი “პირველებთან ” ამბობს, “ქართული ოცნებისთვის” თავისუფლება და დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს.
ის “ხელისუფლება”, რომელიც დღეს არის, შეუძლია წამოკოტრიალდეს და “ზაგარი მიიღოს”. შარშან გვახსოვს დღევანდელი ე.წ. პრემიერ – მინისტრი, როგორ გორაობდა და ზაგარს იღებდა”, – ამბობს ბუღაძე.
ეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსათვის. მე ისე გავზიარდე, რომ 26 მაისის მნიშვნელობა, არც კი ვიცოდი, გაგებულიც არც მქონდა. მაგრამ, როცა აღმოვაჩინე, აღმოვაჩინე, რომ ეს არის ყველაზე საყვარელი დღე ისტორიაში. ის “ხელისუფლება”, რომელიც დღეს არის შეუძლია წამოკოტრიალდეს და “ზაგარი მიიღოს”. შარშან გვახსოვს დღევანდელი ე.წ. პრემიერ – მინისტრი, როგორ გორაობდა და ზაგარს იღებდა, იმიტომ რომ მათთვის წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ჩვენ ქართული საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს პირიქით ვამაყობთ ამ დღით. იმიტომ რომ ამ დღეს საქართველომ გამოაცხადა მსოფლიოს წინაშე, რომ იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასთან ერთად”, – ამბობს გია ბუღაძე.
მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის – 26 მაისს 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე მსვლელობა გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ 17:10 საათზე, დამფუძნებელი კრების სასახლესთან (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხონ და მთელ სამყაროს გააგონონ ხმა, რომ თავისუფალი საქართველოს იდეა უკვდავია.
26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქცია – პერფორმანსში მონაწილეობას სტუდენტები, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები, პოლიტიკოსები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები მიიღებენ.