“28 მაისს დაგეგმილი OneRepublic-ის კონცერტი აღარ ჩატარდება” – Black Sea ArenBlack Sea Arena-“28 მაისს დაგეგმილი OneRepublic-ის კონცერტი აღარ ჩატარდება”

Black Sea Arena-ზე 28 მაისს დაგეგმილი OneRepublic-ის კონცერტი არ ჩატარდება – მიზეზი ომია – განცხადებას ამის შესახებ Black Sea Arena-ს Facebook-გვერდზე ვრცელდება.

საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციაში აღნიშნული მუსიკალური ჯგუფის კონცერტის არაერთგზის გადადების გამო წუხილს გამოთქვამენ და განმარტავენ, რომ შეძენილი ბილეთების დაბრუნება 4 აპრილიდან დაიწყება.

„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ 28 მაისს დაგეგმილი OneRepublic-ის კონცერტი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ვეღარ ჩატარდება. ჩვენი დიდი მცდელობისა და სამკვირიანი აქტიური მუშაობის მიუხედავად, ამ სცენარის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

გვესმის თქვენი გულისწყვეტა, ჩვენთვისაც დიდი იმედგაცრუებაა ორწლიანი ლოდინის შემდეგ თქვენთან შეხვედრის კიდევ ერთხელ გადადება. გვინდა, ბოდიში მოგიხადოთ მათ, ვინც ასე სულმოუთქმელად ელოდით მონატრებული ემოციების კიდევ ერთხელ მიღებას არენაზე.

მადლობა ნდობისთვის, განსაკუთრებული მადლობა კი იმ ადამიანებს, ვინც ორი წლის განმავლობაში ელოდა ამ კონცერტს. ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შეძენილი ბილეთების დაბრუნება დაიწყება 4 აპრილიდან, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გიპასუხოთ.

იმედი გვაქვს თქვენთან მალე შეხვედრის და უფრო დიდი თავგადასავლების, რომლებიც აუცილებლად გველოდება წინ. მთავარია იყოს მშვიდობა“, – ნათქვამია Black Sea Arena-ს განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share